სამუშაო ადგილი:
- ქ. თბილისი - სერვისცენტრი
· ანაზღაურება - 900 ლარი;
· სამუშაო განრიგი - მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09 საათიდან 17 საათამდე, შაბათს - 10 საათიდან 14 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11 საათიდან 19 საათამდე, შაბათს - 12 საათიდან 16 საათამდე.
- ქ.თბილისი - საკურიერო
· ანაზღაურება - 1000 ლარი;
· სამუშაო განრიგი - მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 დან 18 საათამდე, შაბათს - 11 საათიდან 15 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 20:30 საათამდე.
ძირითადი მოვალეობა:
· საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა/დასაწყობება შესაბამის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გადაცემა.
· გზავნილების განთავსება არსებული წესის დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
· სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
· ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებსს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge .
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიის დასახელება - „ დამხმარე სპეციალისტი“ ან „ დამხმარე სპეციალისტი- საკურიერო“