დაცვის თანამშრომელი

გამოქვეყნებულია ივნისი 23, 2023 / ძალაშია მაისი 19, 2024

ხელფასი - 660 ლარი
სამუშაო განრიგი - ცვლიანი განრიგი, 24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ.
სამუშაო ადგილი - თბილისი



ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** ობიექტზე წესრიგის დაცვა;
** საშვის რეჟიმის დაცვა, ვიზიტორთა შესვლის/გასვლის კონტროლი.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე (დაცვის სამსახური) 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური.



უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** სტრესის მართვის უნარი.



კანდიდატთა გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.



კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი".

 

შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თუ გსურთ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge .