სერვისცენტრის მენეჯერი თბილისში

გამოქვეყნებულია ივნისი 06, 2023 / ძალაშია ივნისი 23, 2023

სამუშაო განრიგი: სრული

 

 

ძირითადი მოვალეობები:

·        სერვისცენტრის ხელმძღვანელობა: სერვისცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;

·        კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი;

·        სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;

·        დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;

·        სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება;

·        3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;

·        ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა  სამუშაო დონეზე;

·        MS პროგრამების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები:

·        მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;

·        ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·        გამართულად მეტყველების უნარი;

·        წერითი კომუნიკაციის უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        ინიციატივა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

-        კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, რეზიუმე ან/და CV გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „სერვისცენტრის მენეჯერი -თბილისი“

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 23.06.2023