სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი - I კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 – 18:00, შაბათი 12:00 – 16:00; კვირა დასვენება;
II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 – 20:00, შაბათი და კვირა დასვენება.
ძირითადი მოვალეობები:
· საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;
· სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· ქართული ენის ცოდნა;
· საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
· კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს, A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა და უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· სიახლის ათვისების უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· გუნდური მუშაობა;
· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა ან CV საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკურიერო სამსახურის კურიერი .
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25.12.2022