მონიტორინგის მიმართულების მთავარი სპეციალისტი - ზედამხედველობისა და შესაბამისობის დეპარტამენტში

გამოქვეყნებულია ოქტომბერი 09, 2026 / ძალაშია ნოემბერი 09, 2026

სამუშაოადგილი : სათავო ოფისი

სამუშაოგანრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.

ანაზღაურება: დარიცხული - 2437.50 ლარი.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

კომპანიაში მიმდინარე პროცესების ანალიზი

  • შეისწავლის და აანალიზებს კომპანიაში მიმდინარე პროცესებს;
  • აანალიზებს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებულ ინფორმაციას - კომპანიაში მიმდინარე პროცესების კანონმდებლობასთან, ინსტრუქციებთან, პროცედურებსა და ხელშეკრულებებთან, კომპანიის შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • პერიოდულად აკონტროლებს გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.

 

კომპანიის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი 

 

  • ამოწმებს კონკრეტულ ობიექტს ან/და თანამშრომლის მიერ შესრულებულ სამუშაოს, სამუშაო ადგილზე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვით, ასევე, პროდუქციის მიმოქცევის, რეალიზაციისა და ნაშთების კონტროლის საშუალებით;
  • შეისწავლის კომპანიის ქონების დაზიანებისა და არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებს, ასევე, სტრუქტურული ერთეულებისა და კონკრეტული თანამშრომლების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კომპანიის შესაბამისი თანამშრომლებისაგან ახსნა-განმარტებების მიღებას;
  • აკონტროლებს კომპანიის თანამშრომელთა მიერ კომპანიაში მოქმედი დებულებების, ინსტრუქციებისა და  კომპანიის სხვა შიდა აქტების შესრულებას.

 

დოკუმენტების მართვა და ანგარიშების მომზადება

 

  • აწარმოებს თავისი საქმიანობის სხვადასხვა ტიპის სტატისტიკას, აანალიზებს და წარმოადგენს შესაბამის ანგარიშებს და რეკომენდაციებს; მოთხოვნისამებრ და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, გადასცემს ზუსტ მონაცემებს შესაბამის უფლებამოსილ პირს;
  • უზრუნველყოფს დოკუმენტბრუნვას დადგენილი წესების შესაბამისად, ახდენს დოკუმენტების ფაილინგსა და უსაფრთხო ადგილას შენახვას.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება  -  უმაღლესი განათლება/ბაკალავრიატი იურიდიული მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება  -  3 წლიანი გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში -  შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV, ატვირთეთ განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატვირთეთ სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა დადააჭირეთღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV