საშვთა ბიუროს ადმინისტრატორი

გამოქვეყნებულია ოქტომბერი 09, 2026 / ძალაშია ნოემბერი 09, 2026

სამუშაოადგილი : საქართველოს ფოსტის ტერმინალი -   აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაოგანრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.

ანაზღაურება: 1,123  ლარი.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ვიზიტორებისთვის საშვების გაცემა დადგენილი წესების შესაბამისად;
  • ვიზიტორთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება და უსაფრთხოდ შენახვა;
  • ვიზიტორებისა და თანამშრომლების ინფორმირება საშვთა რეჟიმის შესახებ;
  • კომპანიისთვის განკუთვნილი კორესპონდენციის მიღება და კანცელარიისთვის გადაცემა;
  • თანამშრომლებისა და ვიზიტორების მიერ საშვის სავალდებულო გამოყენების კონტროლი შენობაში შესვლისა და გასვლისას.
  • საჭიროების შემთხვევაში სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია 3 - 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესად ადმინისტრაციულ სფეროში;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კოლეგიალურობა და კეთილგანწყობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში -  შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV დადააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV