სუპერვაიზერი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სახმელეთო ამანათების აღრიცხვისა და საბაჟო რეჟიმის კონტროლის განყოფილებაში

გამოქვეყნებულია ოქტომბერი 09, 2026 / ძალაშია ნოემბერი 09, 2026

სამუშაოადგილი : საქართველოს ფოსტის ტერმინალი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი — 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი — 10:00-დან 15:00 საათამდე.

ანაზღაურება: 2,300 ლარი.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ტერმინალში შემოსული ტვირთისა და გზავნილების აღრიცხვისა და დახარისხების პროცესის კონტროლი;
  • საბაჟო პროცედურების შესრულებისა და დადგენილი წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოებისა და შენახვის კონტროლი;
  • პრობლემური საკითხების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საბაჟო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესაბამისი საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში -  შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV დადააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV