დამტვირთველის მძღოლი/ფორკლიფტის ოპერატორი

გამოქვეყნებულია სექტემბერი 17, 2026 / ძალაშია ოქტომბერი 17, 2026

სამუშაო ადგილი: -აეროპორტის ტერმინალი

ანაზღაურება - 1600 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ტვირთების გადაადგილება დადგენილი წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
  • ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამუშაო პროცესში;
  • ფორკლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება;
  • ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვადავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა - ფორკლიფტის მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • ფორკლიფტის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV