მარკეტინგის მენეჯერი

გამოქვეყნებულია სექტემბერი 16, 2026 / ძალაშია ოქტომბერი 16, 2026

სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი

სამუშაო განრიგი - სრული

 

პოზიციის მიზანი:


მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდის განვითარებაზე, მარკეტინგული კამპანიების მართვასა და კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირებაზე. პოზიცია მოიცავს როგორც სტრატეგიულ დაგეგმვას, ისე მარკეტინგული პროექტების ყოველდღიურ მართვასა და შესაბამის გუნდებთან/პარტნიორებთან კოორდინაციას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და წლიური/კვარტალური გეგმების შემუშავება და განხორციელება;
  • მარკეტინგულიკამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირების მიმართულების მართვა;
  • პროდუქტებისა და სერვისების მარკეტინგული მხარდაჭერა და მათი ბაზარზე ეფექტური წარდგენის დაგეგმვა;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების ჩაშვების მარკეტინგული სტრატეგიისა და კამპანიების შემუშავება;
  • მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა და შესაბამისი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა;
  • სხვადასხვა მარკეტინგული არხისა და მიმართულების კოორდინაცია - ციფრული მარკეტინგი, კონტენტი, PR, რეკლამა, ღონისძიებები და სხვა;
  • გარე სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან, მედია და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი, KPI-ების განსაზღვრა და ანგარიშგება;
  • მარკეტინგული მასალების, კამპანიებისა და კომუნიკაციების შესაბამისობის კონტროლი კომპანიის ბრენდის სტრატეგიასთან;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა მარკეტინგული პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის;
  • ახალი მარკეტინგული შესაძლებლობების, ტრენდებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით, მათშორის კამპანიების მართვის გამოცდილება;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
  • ბრენდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;
  • პროექტების მართვისა და რამდენიმე მიმართულების პარალელურად კოორდინირების უნარი;
  • ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • სააგენტოებთან და გარეპარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

უპირატესობად ჩაითვლება:

  • ელექტრონული კომერციის, ლოგისტიკის, საფოსტო ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • დიდი მასშტაბის კამპანიებისა და ღონისძიებების მართვის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • Google Analytics-ის, Meta Business Suite/Ads Manager-ის ან სხვა მარკეტინგული პლატფორმების საბაზისო ცოდნა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, იმუშაო ეროვნული მასშტაბის ბრენდის განვითარებაზე;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო მარკეტინგულ პროექტებსა და კამპანიებში ჩართულობას;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

 

  • კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრება;
  • დავალება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV
აღნიშნულ ვაკანსიაზე ფაილის ატვირთვა სავალდებულოა