ფინანსური დოკუმენტაციის სპეციალისტი

გამოქვეყნებულია აგვისტო 14, 2026 / ძალაშია სექტემბერი 14, 2026

სამუშაო ადგილი : საქართველოს ფოსტის ტერმინალი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

 

სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

 

 

ძირითადიფუნქციები:

  • ინვოისებისა და ანგარიშ-ფაქტურების შედგენა და შესაბამისი/თანმდევი დოკუმენტაციის წარმოება;
  • დოკუმენტების სისწორისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • კონტრაქტორებთან კომუნიკაცია ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურებისა და ანგარიშსწორების საკითხებზე;
  • მომსახურების ღირებულების დათვლა მოქმედი ტარიფების შესაბამისად;
  • კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების ამსახველი მონაცემების შედარება, განსხვავებების გამოვლენა და შედარების აქტების შედგენა/შეთანხმება.
  • ბუღალტერიასთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული და საბუღალტრო დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში;
  • ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის ცოდნა და  გამოცდილება;
  • MS Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში -  შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.


ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

განაცხადი

ატვირთეთ თქვენი CV