საწყობის მენეჯერი საავიაციო ტერმინალში

გამოქვეყნებულია აგვისტო 10, 2026 / ძალაშია სექტემბერი 10, 2026

ფიქსირებული ანაზღაურება: 1600 ლარი;

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

სამუშაო საათები: ცვლიანი განრიგი, 24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ.

 

 

ძირითადი მოვალეობა:

  • ტვირთის მიღების, აღრიცხვის, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
  • მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოებისა და სათანადო შენახვის პირობების კონტროლი;
  • ტვირთისა და სააღრიცხვო მონაცემების შესაბამისობის კონტროლი;
  • ცვლის დასრულებისას საწყობის გადაბარება-ჩაბარების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საწყობში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესრულების კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია საწყობის ან ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.