გრაფიკული დიზაინერი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში

გამოქვეყნებულია ივლისი 23, 2026 / ძალაშია აგვისტო 23, 2026

ძირითადი მოვალეობა:

 

მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება

·        მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტებისთვის ციფრული ვიზუალური მასალების მომზადება (სოციალური მედიის, ვებ-გვერდისა და სხვა ციფრული არხებისთვის);

·        მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა და დიზაინის შემუშავება;

·        ბეჭდური სარეკლამო და ბრენდირებული მასალების დიზაინის მომზადება (ბუკლეტები, ბანერები, ბეიჯები, სავიზიტო ბარათები და სხვა);

·        განხორციელებული პროექტების ელექტრონული პორტფოლიოსა და დიზაინ-არქივის მართვა და რეგულარული განახლება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები 

 

·        ტექნიკური მოთხოვნები: Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator, InDesign) სრულყოფილად ფლობა.

·        სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

·        პიროვნული უნარები: კრეატიული აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, ატვირთოთ თქვენი CV, პორტფოლიო და დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“. 

 

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენისას პორტფოლიოს ატვირთვა სავალდებულოა.

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.