სამუშაო ადგილი : საქართელოს ფოსტის სათავო ოფისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე
ძირითადი ფუნქციები:
· შესყიდვების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
· სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული შესყიდვის მოთხოვნების დამუშავება;
· შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
· ელექტრონული ტენდერებისა და სხვა შესყიდვის პროცედურების ორგანიზება;
· ბაზრის კვლევა, კომერციული შეთავაზებების მოძიება და შეფასება;
· მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
· შესყიდვის ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
· შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება;
· მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების დაცვის კონტროლი;
· თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია და დავალებების შესრულების მონიტორინგი;
· სამსახურის უფროსის მხარდაჭერა და მისი არყოფნის პერიოდში მისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
· სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
· MS Office-ის კარგი ცოდნა;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს გასაუბრების სახით.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.