ბუღალტერი — ლოგისტიკის მიმართულება

გამოქვეყნებულია ივნისი 19, 2026 / ძალაშია ივლისი 19, 2026

სამუშაო ადგილი :

·        საქართველოს ფოსტის სათავო ოფისი (სადგურის მოედანი N2, თბილისი 0100, საქართველო); 

·        საჭიროებიდან გამომდინარე   -    საქართველოს ფოსტის ტერმინალი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

 

 

სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

პოზიციის ძირითადი მიზანია სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო გზით შემოსული ტვირთების ბუღალტრულ აღრიცხვა.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

·        სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო გზით შემოსული ტვირთების ბუღალტრული აღრიცხვა;

·        Cargo მანიფესტებისა და ტვირთებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება;

·        გადაზიდვის გადასახადების დაანგარიშება და კონტრაქტორისთვის მიწოდება;   

·        ინვოისებისა და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება/ატვირთვა;

·        ავიაკომპანიებთან და გადამზიდავ კომპანიებთან დაკავშირებული საბუღალტრო მონაცემების დამუშავება;

·        საბანკო ამონაწერებისა და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა;

·        დოკუმენტაციის მოწესრიგება, ფაილინგი და ანგარიშგება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური მიმართულებით;

·        სასურველია -  საბუღალტრო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

·        ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

·        სასურველია -  ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;

·        MS Office-ის ცოდნა;

·        საბუღალტრო პროგრამებში   მუშაობის ცოდნა და  გამოცდილება;

·        სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო კანონმდებლობის ცოდნა;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში -  შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.