სამუშაო ადგილი : თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო საათები : ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა:
· უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის სამუშაო დღის ორგანიზებას, შეხვედრების, თათბირებისა და სხვა სამუშაო ღონისძიებების დაგეგმვას;
· ამზადებს შეხვედრებისთვის საჭირო მასალებს, დოკუმენტებსა და ინფორმაციას;
· საჭიროების შემთხვევაში ესწრება შეხვედრებს, აფიქსირებს დავალებებსა და გადაწყვეტილებებს;
· იღებს, ამუშავებს და ანაწილებს უშუალო ხელმძღვანელის სახელზე შემოსულ კორესპონდენციას;
· ამზადებს ოფიციალური წერილების, მოხსენებითი ბარათების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
· სასურველია ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
· MS Office ცოდნა
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.