სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი გარდაბანში

გამოქვეყნებულია აპრილი 24, 2025 / ძალაშია მაისი 24, 2025

ანაზღაურება: 850  ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობები:

·        სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;

·        მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;

·        მომხმარებლისთვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;

·        მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        სასურველიაგაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

·        სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

·        MS პროგრამების ცოდნა;

·        მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

 

 

უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გამართულად მეტყველება;

·        გუნდური მუშაობა;

·        პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.