ძირითადი მოვალეობები:
· პერიოდულად ატარებს ტრენინგის საჭიროებების კვლევას და სხვადასხვა მეთოდებით ავლენს ტრენინგისა და განვითარების საჭიროებას;
· დასამტკიცებლად ამზადებს სწავლების წლიურ გეგმას, გეგმავს შიდა და გარე ტრენინგებს;
· ამზადებს ტრენინგის კურსს ან/და ცალკეულ მოდულებს და შეიმუშავებს ტრენინგის მასალებს;
· ახდენს ტრენინგის შედეგების მონიტორინგსა და ანალიზს;
· ატარებს საბოლოო გასაუბრებას კომპანიიდან წასვლის მსურველ თანამშრომლებთან;
· შედეგების საფუძველზე აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
· აანალიზებს სამუშაო პროცესს და ამზადებს სამუშაოს აღწერილობების პროექტებს;
· დახმარებას უწევს შესაბამის დეპარტამენტს პროფესიული ტესტების შემუშავების პროცესში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
· მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტრენინგების შემუშავებისა და ჩატარების მიმართულებით;
· MS Office-ის პროგრამების ცოდნა
· მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება;
უნარ–ჩვევები:
· გუნდის მართვის, სამუშაოს დელეგირების, სხვათა შესაძლებლობების შეფასებისა და სწორად რეალიზების, ასევე სხვათა სწავლებისა და მოტივაციის, სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
· სამუშაოს დაგეგმვის/პრიორიტეტების განსაზღვრისა და ორგანიზების, დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
· გადაწყვეტილების მიღების უნარი;
· კოლეგიალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.