გაყიდვების ოპერატორი გორში (არასრული განაკვეთი)

გამოქვეყნებულია ოქტომბერი 02, 2024 / ძალაშია ნოემბერი 02, 2024

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - საჭიროების შემთხვევაში.

ანაზღაურება: 550 ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა

·        მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება

·        მომხარებლისთვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა

·        მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში

·        ქართული ენის ცოდნა

·        რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

 

 

უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვისა და  დროის მართვის უნარი

·        სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი

·        სხარტი აზროვნების უნარი

·        ყურადღება დეტალების მიმართ

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

·        ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი

·        სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 

-             გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.