ანაზღაურება - 1870 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ახდენს გზავნილების ტრანსპორტირებას სერვისცენტრებში;
· დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ახდენს სერვისცენტრებიდან გზავნილებისა და გადაცემული ტვირთის ტრანსპორტირებას.
· ახდენს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი გზავნილების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვასა და გადმოტვირთვას დანიშნულების ადგილას მიტანისას;
· უზრუნველყოფს გზავნილების/ტვირთის დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებას და დაუზიანებლად, არსებული წესის დაცვით, შესაბამისი პირისათვის გადაცემას;
· გეგმავს მარშრუტს რაციონალურად და დროის ეფექტურად გამოყენების გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სავალდებულოა მართვის მოწმობა С კატეგორია;
· საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· სიახლის ათვისების უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· გუნდური მუშაობა;
· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.