ანაზღაურება - 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
· კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
· სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
· დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
· სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
· ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
· რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
· MS პროგრამების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
· მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
· ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
· გამართულად მეტყველების უნარი;
· წერითი კომუნიკაციის უნარი;
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
· ინიციატივა;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
- გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.