კურიერი საკურიერო სამსახურში

გამოქვეყნებულია ნოემბერი 15, 2024 / ძალაშია დეკემბერი 15, 2024

ანაზღაურება - 1800 ლარი

სამუშაო ადგილი - თბილისი

 

 

სამუშაო გრაფიკი :

I  კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 – 18:00, შაბათი 12:00 – 16:00; კვირა დასვენება;

II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 – 20:00, შაბათი  და კვირა დასვენება.

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;

·        სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;

·        კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს, A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა და უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·        სიახლის ათვისების უნარი;

·        ყურადღება დეტალების მიმართ;

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·        გუნდური მუშაობა;

·        სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: 

-        გასაუბრება;

-        ერთ კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.