HR დეპარტამენტის უფროსი

გამოქვეყნებულია ივლისი 25, 2024 / ძალაშია აგვისტო 25, 2024

ძირითადი მოვალეობები: 

·        ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავება კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით;

·        HR პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა კომპანიის მასშტაბით;

·        კომპანიის მისიის/სტრატეგიის გათვალისწინებით ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა;

·        დასაქმებული პერსონალის დაკავებულ თანამდებობებთან (პოზიციებთან) შესაბამისობის უზრუნველყოფა;

·        თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოების სისტემის უზრუნველყოფა;

·        თანამშრომელთა ჩართულობის, მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;

·        საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისი შერჩევის, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შექმნა/განვითარება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        სამუშაო გამოცდილება  -  HR სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლიანი.

·        HR მოდულისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის გამოცდილება;

·        განათლება - უმაღლესი, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

·        საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც ეხება შრომით ურთიერთობებს (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი);

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;

·        პრიორიტეტების დასახვის, დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;

·        დელეგირებისა და გადამოწმების უნარი;

·        პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი;

·        ცვლილებების ინიცირების/დანერგვისა  და მართვის უნარი;

·        კარგი ანალიტიკური აზროვნება; 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.