სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 900 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· იღებს სერვისცენტრში შემოსულ საფოსტო გზავნილებს საფოსტო გზავნილების დამუშავების ცენტრიდან;
· ამოწმებს გზავნილებს რეესტრების მიხედვით და აღრიცხავს შესაბამისი წესის დაცვით;
· ახარისხებს გზავნილებს და არსებული წესის დაცვით ამზადებს კურიერისათვის გადასაცემად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
· სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
· სასურველია MS პროგრამების ცოდნა;
უნარ–ჩვევები:
· მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება, მონაცემების სწრაფად შეყვანის უნარი;
· ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალფუნქციური დავალებების შესრულების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· კომუნიკაციის უნარი;
· გამართულად მეტყველება;
· გუნდური მუშაობა;
· მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- გასაუბრება ;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.