გენერალური დირექტორის თანაშემწე

გამოქვეყნებულია ივლისი 12, 2024 / ძალაშია აგვისტო 12, 2024

ძირითადი ფუნქციები: 

-        გენერალური დირექტორის სახელზე შემოსულ წერილებზე რეაგირება, საპასუხო წერილების მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა;

-        გენერალური დირექტორის შეხვედრების ორგანიზება;

-        გენერალური დირექტორისათვის დოკუმენტაციის/პრეზენტაციების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი თარგმნა.

 

 

მოთხოვნები: 

-        უმაღლესი განათლება;

-        სასურველია ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

-        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

-        MS Office პროგრამების ცოდნა.

 

 

კანდიდატი შეირჩევა გასაუბრების საფუძველზე. 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს.

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.