ანაზღაურება - 1200 ლარი
სამუშაო განრიგი: მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
· მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
· მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
· მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
· სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
· MS პროგრამების საბაზისო ცოდნა;
· მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
· სხარტი აზროვნების უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ
ღილაკს „გაგზავნა“.