სააბონენტო საფოსტო ყუთი

პირადი სივრცე გზავნილის მისაღებად
 
არსებობს ორი ტიპის სააბონენტო საფოსტო ყუთი:
 
• შიდა ყუთი - რომელიც განთავსებულია სერვის ცენტრში
• გარე ყუთი - რომელიც განთავსებულია სერვის ცენტრის გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე.  სააბონენტო საფოსტო გარე ყუთით სარგებლობა კლიენტს შეუძლია  24 საათის განმავლობაში, შესაბამისად არის 24 საათიანი მომსახურების სააბონენტო საფოსტო ყუთი.

სერვისი „სააბონენტო საფოსტო ყუთის იჯარა“-ს არჩევის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მარტივი კატეგორიის საფოსტო ბარათის, წერილისა ან/და მცირე პაკეტის ასეთი ყუთის საშუალებით მიღება.

სააბონენტო საფოსტო ყუთის იჯარით აღება შესაძლებელია „საქართველოს ფოსტასთან“ ხელშეკრულების გაფორმების გზით.