EMS გზავნილი

საერთაშორისო გზავნილები სწრაფად და მარტივად
 

EMS გზავნილი - გზავნილის სახეობა, რომელიც გულისხმობს გზავნილის  მიღებას, დამუშავებას, გაგზავნ, გადაზიდვასა და ადრესატისთვის ჩაბარებას დაჩქარებულად - შესაძლო მოკლე ვადებში, ხოლო მისი შიგთავსის  დაზღვევა შესაძლებელია გამგზავნის მიერ გამოცხადებული, მაგრამ არაუმეტეს შიგთავსის რეალური  ღირებულებით. დაზღვევის თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 000 ლარს.

    · EMS გზავნილის წონა: 20კგ-მდე.

    · EMS გზავნილის ზომა: დიაგონალურად არ უნდა აღემატებოდეს 150სმ-ს.