2024 წლის 3 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, თამარ მეფის ქ. N56, შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს ფოსტის ქუთაისის N4600 სერვისცენტრი. ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის ნაწილი, სადაც განთავსებულია შპს „საქართველოს ფოსტ“-ის 4600 სერვის ცენტრი და საფოსტო დახარისხების ცენტრი.
სამაშველო სამსახურის მიერ განხორციელდა ცეცხლის ლიკვიდაცია.
მიმდინარეობს ზიანის მასშტაბის მოკვლევა.
დროებით მომსახურება შესაძლებელია მიიღოთ საქართველოს ფოსტის ქუთაისის N4608 სერვისცენტრიდან, რომელიც მდებარეობს ზვიად გამსახურდიას ქ N32-ში და ქუთაისის N4602 სერვისცენტრიდან, რომელიც მდებარეობს ნინო წმინდის ქ N7-ში.
სერვისცენტრში 3 აპრილამდე შემოსულ გზავნილებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება 10 აპრილიდან ქუთაისის N4608 სერვისცენტრში ან დაგვიკავშირდით (032)2 24 09 09.