წესები და პირობები

 

ერთი მხრივ, შპს „საქართველოს ფოსტა“ (ს/ნ: 203836233; მის: საქართველო, ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2, 0100; ციფრული სერვისების პლათფორმა: www.gpost.ge ) (შემდეგში - „კომპანია“), 
 

და 

მეორე მხრივ, ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდეგში - „მომხმარებელი“), რომელიც რეგისტრირებულია ციფრული სერვისების პლათფორმაზე www.gpost.ge,

დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას კომპანიის ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით ხელმისაწვდომი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის მიზნით.

გაფრთხილება: ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge რეგისტრაციას ექვემდებარება სრულწლოვანი ფიზიკური პირი.


1.         ხელშეკრულების საგანი და მისი მოქმედების ზოგადი პირობები

1.1.   წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შემდეგი სახის პროდუქტების/სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა:

1.1.1. გზავნილის წინასწარი რეგისტრაცია;

1.1.2. გზავნილის გადამისამართება /ადრესატის მისამართის/ვინაობის ცვლილება;

1.1.3. გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი;

1.1.4. ადგილობრივი გზავნილი „სახლიდან სახლში“;

1.1.5. გზავნილის შენახვის ვადის გაზრდა;

1.1.6. ჩაუბარებელი გზავნილის გამგზავნისათვის ვადაზე ადრე დაბრუნება;

1.1.7. გზავნილის არქივიდან გამოთხოვა;

1.1.8. ცნობა საფოსტო მომსახურების ფაქტის დადასტურების შესახებ;

1.1.9. განსაბაჟებელი ამანათის დისტანციური დეკლარირება;

1.1.10. დამატებითი ექსპერტიზის მოთხოვნა;

1.1.11. ონლაინ მაღაზია (მარკები, საფოსტო ბარათები, კონვერტები, შესაფუთი მასალები).

1.2.   ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის წინაპირობაა მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge რეგისტრაცია და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) დათანხმება.

1.3. რეგისტრაციის ფარგლებში იხსნება მომხმარებლის პირადი ანგარიში, რა მიზნითაც ივსება შემდეგი ველები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი, პაროლის დადასტურება. ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტორიზაციის მიზნით მომხმარებელი იღებს შესაბამის წვდომის კოდს, ხოლო მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი კოდი ემსახურება ტელეფონის ნომრის დაზუსტებას. 

1.4. მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი).
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს აქვს წვდომა მომხმარებლის ანგარიშზე, ივარაუდება, რომ ის მოქმედებს სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში და კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე.

1.5. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი პერიოდული განახლება. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ ზიანზე.

1.6. პაროლის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციონალის საშუალებით, სადაც მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე იგზავნება ერთჯერადი ბმული, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას.

1.7. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლის მიერ შესაბამისი პროდუქტების/სერვისების არჩევის, შეკვეთის განთავსებისა და საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შედეგად იდება დისტანციური ხელშეკრულება, რაც კომპანიის მხრიდან შესაბამისი შესრულების დაწყების საფუძველია.  

1.8. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) დათანხმებით მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ, აგრეთვე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა წარმოადგენს დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

1.9. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესები და პირობები (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1.10. კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის გარდა ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ონლაინ კონსულტაცია ე.წ. chat box-ის ფუნქციონალის გამოყენებით, აგრეთვე წარუდგინოს კომპანიას რეკლამაცია (პრეტენზია) „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული წესის შესაბამისად.

გაფრთხილება: დისტანციური ხელშეკრულების დადების მომენტიდან მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, აგრეთვე ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების კომპანიისათვის დაბრუნებისა და პროდუქტების/სერვისების მიწოდების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებითა და კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული შემთხვევებისა.


 
2.        პროდუქტების/სერვისების საფასური და ანგარიშსწორების წესი

2.1.   მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით შესაბამისი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის სანაცვლოდ.

2.2.    ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება მომხმარებლის ბალანსის შევსების ფუნქციონალის საშუალებით, რაც შესაძლებელია როგორც საბანკო გადარიცხვით, ისე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით.

გაფრთხილება: მომხმარებლის ბალანსზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია რეკლამაციის განაცხადისა და საგადახდო დავალების წარმოდგენის საფუძველზე, რომლითაც დგინდება მომხმარებლის ბალანსის განმცხადებლის მიერ შევსების ფაქტი.

3.         მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1.      მომხმარებელს უფლება აქვს:

3.1.1.      მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდება;

3.1.2.      წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოითხოვოს კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3.2.      მომხმარებელი ვალდებულია:

3.2.1.      გზავნილის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო მიწოდების მოთხოვნების დაცვის მიზნით უზრუნველყოს, რომ გზავნილი სათანადოდ იყოს შეფუთული;

3.2.2.      არ გააგზავნოს აკრძალული ნივთები;

3.2.3.      საფრთხის შემცველი გზავნილის არსებობისას გააფრთხილოს კომპანია საფრთხის ზუსტ სახეობასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომებზე მითითებით;

3.2.4.      დროულად მიაწოდოს კომპანიას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო სრული და უტყუარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე საბაჟო ფორმალობებისა და სხვა მოქმედებების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

3.2.5.      დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური;

3.2.6.      სრულად აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანი.

3.3.      კომპანიას უფლება აქვს:

3.3.1.      უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ან/და არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

3.3.2.      გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გაუვნებელყოს გზავნილი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში კომპანია თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან;

3.3.3. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა;

3.3.4. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდა;

3.3.5. მოითხოვოს მომხმარებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3.4.      კომპანია ვალდებულია:

3.4.1.      მიაწოდოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი/მომსახურება, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს ან/და არ არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

3.4.2.      აუნაზღაუროს მომხმარებელს მიყენებული ზიანი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.


4.         პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა და კონფიდენციალობის ვალდებულება

4.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.2. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიისათვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) დამუშავებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების მიზნით.

4.3. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:

4.3.1. მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge რეგისტრაციის შედეგად შექმნილი პირადი ანგარიშის, შეკვეთების და მოთხოვნების მართვის, მოთხოვნილი პროდუქტის/სერვისის ან/და ინფორმაციის მიწოდების ან/და განცხადების/საჩივრის/რეკლამაციის განხილვის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;

4.3.2. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კომპანიის შესახებ ინფორმაციის, ახალი პროდუქტების/სერვისების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მიწოდების/გაცნობის მიზნით;

4.3.3. საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით;

4.3.4. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვის მიზნით;

4.3.5. კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით.

4.4. კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

4.4.1. არსებობს მომხმარებლის თანხმობა;

4.4.2. კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

4.4.3. აუცილებელია ასეთი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა წინამდებარე ხელშეკრულების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულების მიზნით.

4.5. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

4.6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად მიაწოდოს მას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია, გააცნოს მის შესახებ არსებული მონაცემები და უსასყიდლოდ ან გონივრული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიაწოდოს ამ მონაცემების ასლები, გაასწოროს, განაახლოს ან შეავსოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემები, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს უარის გასაჩივრების წესი, დაბლოკოს ან გადაიტანოს მონაცემები.

4.7. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება ან განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.

4.8. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეწყდება მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.


5.         კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები

5.1. კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მომხმარებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით, მათ შორის, „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლისათვის მიყენებული შესაძლო არაპირდაპირი ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.

5.2. წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის გათვალისწინებით, კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული) დაკარგვის, გზავნილის შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან განადგურების შედეგად, თუ არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:

5.2.1. თუ გზავნილი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

5.2.2. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მომხმარებლისგან მიღებული არასწორი ან/და არასრული ინფორმაცია;

5.2.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;

5.2.4. შემთხვევებში, როცა კომპანიას არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

5.2.5. თუ გზავნილის დაკარგვა ან  მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის  თვისებებით;

5.2.6. იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ ნივთებს;

5.2.7. თუ გზავნილი არასათანადოდ არის შეფუთული;

5.2.8. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო,  მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);

5.2.9. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია მისი შიგთავსის დაზიანება;

5.2.10. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია;

5.2.11. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

5.2.12. თუ გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);

5.2.13. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

5.2.14. „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული სხვა გარემოების არსებობისას.


6.         მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი

6.1.  მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების, „მომხმარებლის სახელმძღვანელოსა“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2.  მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 


7.         დამატებითი პირობები

7.1.     მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

7.2.     კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესები და პირობები, აგრეთვე კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ,  რა შემთხვევაშიც ცვლილება ძალაშია კომპანიის ვებგვერდზე განთავსების დღიდან მომხმარებლის დამატებითი შეტყობინების გარეშე.