სიახლეები

შეზღუდვები საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნაზე

19 მარტი

 

გაცნობებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ამ ვითარებიდან გამომდინარე მსოფლიოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციებში შექმნილი დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გამო, „საქართველოს ფოსტა“ 2020 წლის 20 მარტიდან აწესებს შემდეგ შეზღუდვებს:

 

1.საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMSგზავნილების გაგზავნა განხორციელდება მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში:

 

ტაივანი

ბელგია

უკრაინა

სამხრეთ კორეა

გერმანია

უზბეკეთი

მონღოლეთი

ავსტრია

ყაზახეთი

მაროკო

შვედეთი

პოლონეთი

იორდანია

დანია

პანამა

ირანი

ნორვეგია

თურქეთი

იტალია

ისრაელი

საფრანგეთი

ნიდერლანდები

აზერბაიჯანი

 

 

 

2. საერთაშორისო AVIA გზავნილის გაგზავნა ვერ განხორციელდება შემდეგ ქვეყნებში:

 

უკრაინა

ყაზახეთი

სირია

ფილიპინები

იორდანია

სომხეთი

ერაყი

ლიბანი

 

აზერბაიჯანი

სუდანი

 

 

3. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის გაგზავნა ვერ განხორციელდება საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის მიმართულებებით.

 

„საქართველოს ფოსტა“ შეახსენებს საკუთარ მომხმარებელს, რომ ის, ისევე როგორც მსოფლიოში არსებული საფოსტო ადმინისტრაციების უმეტესობა ოპერირებს დაუძლეველი ძალის (ფორს მაჟორის) ვითარებაში. შესაბამისად კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი გზავნილის ვადის დარღვევით ჩაბარებაზე, აგრეთვე გზავნილის ჩაუბარებლობაზე და/ან ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.