სიახლეები

საქართველოს ფოსტამ საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

23 დეკემბერი 2019

საქართველოს ფოსტამ ანკარაში გამართულ საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის: თურქეთის საბაჟო დეპარტამენტთან, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრთან და სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიასთან. შეხვედრების ფარგლებში მიღებული იქნა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის დამყარებას.

„მინდა ავღნიშნო, რომ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძება შედგა, თურქეთი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია. მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან, მსგავსი ტიპის შეხვედრები მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.