სიახლეები

16 ნოემბერი 2015

განსაკუთრებული მადლობა და სიგელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმის — ციფრულ მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში თანამონაწილეობისა და უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და სიგელით დააჯილდოვა საქართველოს ფოსტა. აგრეთვე სიგელი გადაეცა საქართველოს ფოსტის კომერციული დეპარტამენტის უფროსს — ნიკო რიჟამაძეს