სიახლეები

გარკვეული მიმართულებებით საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნაზე დაწესებული შეზღუდვები

17 მარტი

 

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით გზავნილთა გაგზავნა შეჩერებულია შემდეგი ქვეყნების მიმართულებით: ჩინეთი, ავსტრია, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ნორვეგია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფილიპინები, ლიბია, კუვეიტი, პერუ, შრი ლანკა, მოლდოვა, შვედეთი, ფრანგული პოლინეზია და ტუნისი.

ამავდროულად, კომპანია აფრთხილებს მის ყველა მომხმარებელსა და კონტრაქტორ პირს, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში შექმნილი ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების რისკის მინიმიზაციის მიზნით, შესაძლოა კომპანიამ დროულად ვერ შეძლოს მომსახურების შესრულება და/ან  შეასრულოს მომსახურება დადგენილისგან განსხვავებული ფორმით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში არ გამორიცხავს მომსახურების შეუსრულებლობის შესაძლებლობასაც.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „საქართველოს ფოსტა“ იმყოფება დაუძლეველი ძალის (ფორს მაჟორის) წინაშე, შესაბამისად  კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაგვიანებით ან/და შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურებაზე.

აღნიშნული საკითხი ძალაშია მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის მანძილზე.