სიახლეები

საქართველოს ფოსტა „ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ პროექტს შეუერთდა

13 დეკემბერი 2018

 

საქართველოს ფოსტაროგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შეუერთდა პროექტსბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“,  რომელიც გულისხმობს ქალთა გაძლიერებას სამი მიმართულებით - დასაქმების ადგილზე, ბაზარზე და საზოგადოებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სიდამ და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ღონისძიება გამართეს, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, კომპანიების წარმომადგენლებმა, საჯარო ხელმოწერით დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ (WEPs). ამჟამად აღნიშნულ საერთაშორისო ინიციატივას საქართველოში მოქმედი 26 წამყვანი ბიზნეს კომპანია უჭერს მხარს, მათ შორისაასაქართველოს ფოსტა“.