სიახლეები

მედია ანონსი

27 სექტემბერი
 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ 2, 3 და 4 ოქტომბერს უმასპინძლებს PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარულ სხდომას. ღონისძიებას 49 ქვეყნიდან, 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერი დაესწრება. „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით ასევე გაიმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი“, სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს.
მიმდინარე წელს PostEurop-ის „ბიზნეს ინოვაციების ფორუმზე“ წარმოდგენილი იქნებიან წარმატებული კომპანიები რომლებიც მოღვაწეობენ ინტერნეტ ინდუსტრიის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციის და ციფრული რეკლამის სფეროში.
აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29, 0114, თბილისი, საქართველო).

 

პრესკონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ მედია აკრედიტაცია მოცემულ ბმულზე: https://goo.gl/forms/WQgHFc9BuEzjsiFo1

 

ღონისძიების გენერალური მედია პარტნიორია გაზეთი The FINANCIAL

 

 

საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ინტერნეტ მედია ჯგუი IMG