Georgian Post: სიახლეები - საქართველოს ფოსტის განცხადება

სიახლეები

საქართველოს ფოსტის განცხადება

16 აპრილი

ძვირფასო  მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ გახშირდა „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით საზღვარგარეთიდან  ისეთი ელ.კომერციის გზავნილების გამოწერა, რომლებზეც არასწორადაა დატანილი ადრესატის მონაცემები.  კერძოდ, სახელის და გვარის ნაცვლად მითითებულია ე.წ. „Nickname“, გზავნილი შეიცავს არასრულ მისამართს ან არასწორ ტელეფონის ნომერს და ა.შ.

გვინდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული გარემოებები ზრდის იმის ალბათობას, რომ გზავნილი ვერ ჩაბარდეს ადრესატს და სერვისცენტრში შენახვის ვადის ამოწურვისთანავე დაბრუნდეს უკან, გამომგზავნთან.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ადრესატი მოგვმართავს თხოვნით ჩავასწოროთ მის მიერ ელ.კომერციის შეძენისას მითითებული  მონაცემები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  აღნიშნული სერვისი ფასიანია და შეადგენს 1 (ერთ) ლარს სახელის/გვარის ცვლილებისთვის, ხოლო 3(სამ) ლარს მისამართის ცვლილებისთვის. ამასთან ავღნიშნავთ, რომ ამ სერვისის არსებობა  არ გახლავთ გარანტი იმისა, რომ  ყველა მოთხოვნა მონაცემების ჩასწორების შესახებ დაკმაყოფილებული იქნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მიიჩნევს, რომ გზავნილის გამომწერისა და მონაცემებში ცვლილებების შეტანის მომთხოვნის იდენტურობის დადგენა შეუძლებელია, ის უარს იტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ რეკომენდაციით ნივთის შეძენისას სწორად და სრულად მიუთითოთ ადრესატის მონაცემები, რათა თავიდან იქნას აცილებული  რაიმე სახის გაუგებრობა.