სიახლეები

საქართველოს ფოსტის მენეჯმენტის შეხვედრა რეგიონალურ წარმომადგენლებთან

5 მარტი

„საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტმა აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა გასული წლის შედეგები და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ასევე დაჯილდოვდნენ  ყველაზე წარმატებული სერვის ცენტრები და კურიერები.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტას“ დაგეგმილი აქვს რიგი სერვის ცენტრების განახლება, ახალი პროდუქტების დანერგვა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მომხმარებელს მარტივად და სწრაფად შეეძლება სასურველი მომსახურების მიღება. ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის როლი, სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად ვხვდებით თანამშრომლებს და დეტალურად ვაცნობთ კომპანიაში მიმდინარე მოვლენებსა და გეგმებს „- განაცხადა საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებს უმასპინძლებს. მაისში საქართველოში გაიმართება EMS კოოპერატივის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც ევროპის 40 საფოსტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, გაცვლიან ინფორმაციას მომსახურებასა და საოპერაციო პროცესში განხორციელებულ მიღწევებზე და დასახავენ სამომავლო გეგმებს. ასევე განიხილება ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის საკითხები და პრიორიტეტებიოქტომბერში თბილისში გაიმართება PostEurop-ის პლენარული სხდომები, სადაც 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გაიმართება საფოსტო საქმიანობის შესახებ ბიზნეს ფორუმი, საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობით.