Georgian Post: სიახლეები - „საქართველოს ფოსტის“ განცხადება „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გზავნილების შესახებ

სიახლეები

„საქართველოს ფოსტის“ განცხადება „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გზავნილების შესახებ

14 თებერვალი

 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ  პირველად თავადთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისწარმომადგენლების  მიერ მოხდასაქართველოს ფოსტისსაშუალებით გაგზავნილი გზავნილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება,  “საქართველოს ფოსტაასაჯაროებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთანამშრომლის მიერ გაგზავნილი გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას.

გვინდა განვაცხადოთ, რომთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისწარმომადგენლების  ბრალდება გზავნილებისსაქართველოს ფოსტისმიერ დაკარგვის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს ავღნიშნოთ, რომ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთანამშრომლის მიერსაქართველოს ფოსტისმეშვეობით 2017 წლის დეკემბრის თვეში სულ გაიგზავნა 30 გზავნილი. გამგზავნმასაქართველოს ფოსტასმხოლოდ 5 გზავნილთან დაკავშირებით მომართა პრეტენზიით, რის საფუძველზეცსაქართველოს ფოსტამდაიწყო საერთაშორისო საფოსტო ნორმებით დადგენილი მოკვლევის პროცედურა.

აღსანიშნავია, რომ მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 5 გზავნილიდან  2  ჩაბარებულია ადრესატისათვის, ხოლო 3 გზავნილზე განხორციელებულია ვიზიტი ადრესატის მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო, მათი ჩაბარება ვერ განხორციელდა. აღნიშნული გზავნილები, მათი შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნებულია უკან საქართველოში და ჩაბარებულია გამომგზავნისათვის („თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთანამშრომლისათვის). შესაბამისად არც ერთი გზავნილი არ არის დაკარგული, ამასთან არც ერთ გზავნილთან მიმართებაში საფოსტო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

დასასრულს გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2017 წელს საქართველოს ფოსტაში გზავნილთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ  რეკლამაციის (პრეტენზიის) წლიურმა  მაჩვენებელმა მხოლოდ 0.1% შეადგინა. ამასთანავესაქართველოს ფოსტასაერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა, აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთილუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. დღეს საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან წარმატებით თანამშრომლობს.