სიახლეები

საქართველოს ფოსტის მიერ ახდენილი ოცნება

26 დეკემბერი 2017

ქეთი ჩხარტიშვილი გახლავთ ახალგაზრდა პიანისტი, რომლის ოცნებაც იყო ემუშავა ფოსტაში. ოცნების ასასრულებლად ქეთიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი მისი ოცნების შესახებ. არც საქართველოს ფოსტამ დააყოვნა და ქეთის ბავშვობის ოცნება 25 დეკემბერს აუსრულა. ქეთი გაეცნო საფოსტო პროდუქტებს, კომპანიის საქმიანობის დეტალებს და ამ დღეს ორ პოზიციაზე იმუშავა, მიიღო სხვადასხვა გზავნილები და უზრუნველყო მათი ადრესატებთან მიტანა. საქართველოს ფოსტამ ქეთი ჩხარტიშვილს სამახსოვრო სიგელი და საჩუქარი გადასცა.

ქეთი ჩხარტიშვილი -"ჩემთვის საქართველოს ფოსტა წარმატებასთან და სასიხარულო სიახლეებთან ასოცირდება, რადგან სწორედ საქართველოს ფოსტის კურიერებს მოჰქონდათ სხვადასხვა მოწვევა, წერილები წარმატების შესახებ და სხვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. ფოსტაში მუშაობა ბავშვობიდან  საოცნებო სამსახური იყოდღეს მე უბედნიერესი ვარ, რადგან საქართველოს ფოსტამ ამისრულა ეს ოცნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობას და 0114 სერვის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მიმიღეს მათი გუნდის წევრად და ჩემი ოცნება გახადეს რეალური".