სიახლეები

საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრების სამუშაო განრიგი

21 დეკემბერი 2017

წინასაახალწლო პერიოდში საფოსტო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნიდან და საქართველოს ფოსტის ახალი პროდუქტების მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სერვის ცენტრებში შექმნილი მომხმარებელთა დიდი ნაკადის განტვირთვის მიზნით, საქართველოს ფოსტამ სერვის ცენტრების სამუშაო დრო 2 საათით გაზარდა.

25 დეკემრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრები იმუშავებს გაზრდილი გრაფიკით 09:00 საათიდან - 19:00 საათამდე. აღნიშნული დროის მონაკვეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვის ცენტრების მომსახურებით: 

 

  • თბილისის სერვისცენტრი 0102 - მისამართი: თბილისი, სადგურის მოედანი 2;
  • თბილისი სერვისცენტრი 0167 - მისამართი: თბილისი, გლდანის 1 და 2 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი;
  • თბილისის სერვისცენტრი 0190 - მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 34;
  • თბილისის სერვისცენტრი 0179 - მისამართი: თბილისი, .ჭავჭავაძის გამზ.21;
  • თბილისის სერვისცენტრი 0186 - მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.69;
  • თბილისი სერვისცენტრი 0160 - მისამართი: თბილისი, პეკინის გამზ.39;
  • ქუთაისის სერვისცენტრი 4600 - მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის .56;
  • ქუთაისის სერვისცენტრი 4608 - მისამართი: ქუთაისი, .გამსახურდიას .32;
  • ბათუმის სერვისცენტრი 6010 - მისამართი: ბათუმი, ახ.მელაშვილის .4;
  • ბათუმის სერვისცენტრი 6004 - მისამართი: ბათუმი, .ჭავჭავაძის . 90;
  • ზუგდიდის სერვისცენტრი 2100 - მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის .92;
  • გორის სერვისცენტრი 1400 - მისამართი: გორი, სტალინის .15;
  • რუსთავის სერვისცენტრი 3700 - მისამართი: რუსთავი, მეგობრობის გამზ. 9;

 

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით.