სიახლეები

საქართველოს ფოსტამ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართა პოლონეთის ფოსტასთან

30 ნოემბერი
  თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის B2B შეხვედრების ფორმატის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე პოლონეთის ფოსტის დირექტორის მოადგილეს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ადამ ბერნატოვიჩს შეხვდა.
  შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. პოლონეთის ფოსტამ საქართველოს ფოსტას შესთავაზა საქართველოდან ევროპის მიმართულებით გამავალი საფოსტო პროდუქტებისთვის პოლონეთის ფოსტის ლოჯისტიკური ქსელის გამოყენება. ასევე ისაუბრეს 2018 წლის PostEurope-ის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე, რომელიც საქართველოში გაიმართება. პოლონეთის ფოსტასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ფოსტის ლოჯისტიკური ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით.