სიახლეები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოსტამ თანამედროვე კონსტრუქციის ცალკე მდგომი ახალი სერვის ცენტრი გახსნა

17 ოქტომბერი

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოსტამ თანამედროვე კონსტრუქციის ცალკე მდგომი ახალი სერვისცენტრი გახსნა

სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს

გახსნის ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძეკახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი 

და გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრნენ. მათ ახალი სერვის ცენტრიდან პირველი წერილები გააგზავნეს.

 

დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებსაქედან,

28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.