სიახლეები

საფოსტო მომსახურების ხარისხის და ოპერაციების სამუშაო ჯგუფის სხდომა

26 აპრილი

დღეს, 26 აპრილს, სასტუმრო Holiday Inn-ში მიმდინარეობს  პოსტ ევროპის(PostEurop) მომსახურების ხარისხის და საფოსტო ოპერაციების სამუშაო ჯგუფის სხდომა.

 

 „საფოსტო მომსახურების ხარისხის და ოპერაციების სამუშაო ჯგუფი“  წარმოადგენს პოსტ ევროპის მუდმივმოქმედ ერთეულს, რომელიც აერთიანებს ამ ორგანიზაციის წევრი საფოსტო ადმინისტრაციების იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, რომლებიც საკუთარ საფოსტო ადმინისტრაციებში პასუხისმგებელნი არიან ხარისხსა და/ან ოპერაციებზე.

 

სამუშაო ჯგუფი იკრიბება წელიწადში ორჯერ, ერთ-ერთი საფოსტო ადმინისტრაციის ქვეყანაში.

 

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილე საფოსტო ადმინისტრაციები წარადგენენ ანგარიშს გასული ექვსი თვის მუშაობის შესახებ, რომლის განხილვაც  ხდება სხდომაზე. გარდა ამისა, ჯგუფი იხილავს სფეროში არსებულ პრობლემებსა და სიახლეებს. ადგილზე ეცნობა მასპინძელი ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის  სამუშაო  პროცესს -გზავნილების მოკრებვა-დახარისხება ტრანსპორტირების კუთხით.

  

სამუშაო ჯგუფში შედის 26 ქვეყნის 46 წარმომადგენელი.

 

მონაწილე ქვეყნები:

ევროპის 26 საფოსტო ადმინისტრაცია (საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, თურქეთი, ბელგია, ხორვატია, დანია, ჯერსი, ლატვია, პოლონეთი, სლოვაკეთი, მაკედონია, სლოვენია, ბელორუსი, მოლდოვა, ესტონეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, ყაზახეთი,  ავსტრია, ნორვეგია,  უკრაინა, სასომხეთი, საქართველო).