დომინიკის რესპუბლიკა

 

მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით ან ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  •   საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური  ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
  •   M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
 
გაგზავნისას  მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 3
 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 30 SDR**;
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 4 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ესპანური;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - $2;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას $200;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - არა;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 45 დღე;
üმაქსიმალური - 60 დღე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი http://inposdom.gob.do
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.

 

 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის 
    იურიდიული პირებისთვის 
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობა2-ჯერ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 5 დღე;
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია - სრული
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/5/6
 
P.O. Box-ით ჩაბარება: არა
 
უქმე დღეები - 6,21,26 იანვარი, 27 თებერვალი, 19,29 აპრილი, 20 ივნისი, 16 აგვისტო, 24 სექტემბერი, 4 ნოემბერი, 25 დეკემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი 
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება დომინიკის რესპუბლიკის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო ხასიათის საგნები; უცხოური ლატარიის ბილეთები, ყალბი ფული და მათი დასამზადებელი საგნები; აზარტული თამაშების საგნები; მონეტები; საბანკო ბილეთები; ძვირფასი ლითონები და მათგან დამზადებული საგნები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრისა და აბრეშუმის ჭიის გარდა); იარაღი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
გამაბრუებელი ნივთიერებები - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ნებართვით; ნარკოტიკები, მცენარეები - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სამდივნოს სპეციალური ნებართვით; იარაღი, ტყვია-წამალი, ნავთობი და გაზი - მთავრობის ნებართვით.


შენიშვნა:
დომინიკის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას ფასგამოუცხადებელ ამანათებზე  შიგთავსის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში  ამანათი მიიღება, მაგრამ გამგზავნი გაფრთხილებულ უნდა იქნას, რომ ამანათის დომინიკის რესპუბლიკის  ტერიტორიაზე დაკარგვის შემთხვევაში, მასზე მატერიალური ანაზღაურება არ მოხდება. გამგზავნის უარის შემთხვევაში გაგზავნოს ამანათი ფასგამოცხადებით, მას რეკომენდაცია უნდა მიეცეს გასაგზავნი საგნები გაგზავნოს მცირე  პაკეტში.