ახალი ზელანდია

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 1
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: დიახ
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 10 000 ლარი
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა: 30 კგ
მაქსიმალური ზომა:1.05.X1.05.X1.05. (ან 2სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
  
 შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  ამანათის გაგზავნა: დიახ
 
 დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი800 SDR**
 
 გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
 
*დაზღვეული ამანათი რეგისტრირებული ამანათირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის
ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი
კურსების შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის
მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს,  გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 30 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 1
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 2
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 7 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ახალი ზელანდიის ოფიციალურ წყაროს
 
 
გარდა ქვემოთჩამოთვლილი აკრძალვებისა,  2018 წლის დამდეგ შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ბიოუსაფრთხოების მიზნით ახალ ზელანდიაში აკრძალულია შემდეგი საგნების  გაგზავნა:
- მცენარეული მასალა (მაგალითად: თესლები, თაიგულები, წიწვოვანი მცენარეები, საშობაო ბარათები თესლებით,
  გამხმარი სურნელოვანი მცენარეები);
- ხეები, ფიჭვის და ნაძვის ჩათლით (მაგალითად: საშობაო გვირგვინები, ფიჭვის გირჩები და ნაფოტი);
- ხორცი და ხორცის პროდუქტები;
- თაფლი და ფუტკრის პროდუქტები;
- ახალი ხილი (მაგალითად: წაბლი, ციტრუსი);
- ხის ნივთები და პროდუქცია.

 

შესატანად აკრძალული საგნები:
ბეწვისაგან დამზადებული ჯაგრისები; მცენარეები და თესლი; დასამუშავებელი შალი; ცოცხალი ცხოველები; ბაქტერიები; ვირუსები; ასანთი; ასაფეთქებელი ნივთიერებები; ტყვია-წამალი; უკანონო მოქმედებებისათვის წასაქეზებელი ბეჭდვითი გამოცემები; უზნეო და უხამსი ხასიათის საგნები; ყალბი ფული; ხორცის პროდუქტი; აბრეშუმი; ყუთები კვერცხების გადასატანად; ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები; მცენარეები; ცხოველების ნაწილები; ფურაჟი, თივა, ჩალა, ხორბალი; იარაღი; საავტორო უფლებები; ციხეებში დამზადებული საქონელი; თამბაქო; სავაჭრო ნიშნები; მალფუჭებადი ბიოლოგიური ნივთიერებანი (როგორც საინფექციო, ასევე არასაინფექციო).


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

სპირტიანი სასმელები, ნახმარი ტანსაცმელი, კვერცხის ფხვნილი, სასარაჯო ნაწარმი, ცხენის აკაზმულობა, მარცვლეული, ფქვილი, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული - სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის გენერალური დირექტორის ნებართვით; საფეიქრო მრეწველობის მიერ დამზადებული ტანსაცმელი, ინსეკტიციდები, ცივი იარაღი, თერაპიული ხელსაწყოები, ვეშაპის ხორცის პროდუქტები, საფეხბურთო მატჩების პროგნოზების ბეჭდვითი გამოცემები, საფეიქრო ძაფები, ცარიელი კასრები, ღერბები, საკეტების გასახსნელი მოწყობილობები, ტყე, თერაპიული პრეპარატები - საბაჟოს მინისტრის ნებართვით; მწერები და მათი კვერცხები, მცენარეები, ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნატურალური და სინთეტიკური ნაწლავები, შალი, ხორცი, კაკაოს თესლი, ფუტკარი, ფრინველები, ქვეწარმავლები და მათი ნაწილები - სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სამინისტროს ნებართვით; ნარკოტიკები, შხამები, ვაქცინები - ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ნებართვით; ტყვიის შემცველი საღებავი - მხოლოდ სპეციალური შეფუთვით, ტყვიის შემცველობის და მწარმოებლის აღნიშვნით; ფქვილის ნაწარმი - მხოლოდ ჰერმეტული შეფუთვით; ცეცხლსასროლი იარაღი - პოლიციის ოფიცრის ნებართვით; ვალუტა, ახალი ზელანდიის მონეტები - ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკის ნებართვით; რადიოაქტიური, ტოქსიკური, ფარმაცევტული ნივთიერებანი - მხოლოდ სპეციალური შეფუთვით ჯანდაცვის მინისტრიეს ნებართვით; შალის ანაჩეჩი - სპეციალური დეკლარაციის შემთხვევაში; ყვითელი ციების საწინააღმდეგო ვაქცინა - ჰიგიენის სამინისტროს ნებართვით; ცხოველური წარმოშობის ჩანასახი, თესლი - სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის გენერალური დირექტორის ნებართვით; თამბაქოს ფოთლები 1კგ-მდე წონის - მიღების შემდეგ  თერმული დამუშავების შემთხვევაში.