ლატვია

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის საბრძოლო იარაღი და მათი დეტალები, საბრძოლო მასალები, ფეთქებადი და სხვა ანალოგიური ნივთიერებები, აგრეთვე მათი გამოყენებისათვის საჭირო სხვა სპეციალური ქიმიური საშუალებები და მოწყობილობები; ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული ნივთიერებები და მათი გამოყენებისათვის საჭირო მოწყობილობები; პორნოგრაფიული ხასიათის ნებისმიერი მასალა; მეცხოველეობის ნედლეული; რადიოაქტიური ნივთიერებები; მცენარეული პროდუქტები; გეოცინტების ბოლქვები, მიხაკისა და ქრიზანთემას ამონაყარი და კალმები, ბოსტნეული მცენარეების თესლი, იმ ბალახების  თესლი, რომლებიც ხვდებიან საკარანტინო სიებში.


შესატანად  პირობითად დაშვებული საგნები:

მეცხოველეობის პროდუქტები(კონსერვების გარდა) - გამომგზავნი ქვეყნის ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით; კონსერვების გაგზავნისათვის სერტიფიკატი საჭირო არ არის; ლატვიის სახელმწიფო ვეტერინარულ დეპარტამენტს შეუძლია აკრძალოს გზავნილები იმ ქვეყნებიდან, სადაც  აღმოჩენილია ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებები; მცენარეული პროდუქტები - ბიოლოგიური სანიტარული სამსახურის სერტიფიკატით.


შენიშვნა:

1. გზავნილების სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 1,05 მ.-ს, ან სიგრძისა და უდიდესი გარშემოწერილობის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 2 მ.-ს.
2. ის ამანათები და მცირე პაკეტები, რომლებიც განკუთვნილია კერძო პირებისადმი და მათი ღირებულება არ აღემატება 60 ლიტრს თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან.
3. საფოსტო გზავნილები არ უნდა შეიცავდნენ სამ ერთგვაროვან საგანზე მეტს, გარდა იმ საგნებისა, რომელთა ღირებულება არ აღემატება 15 ლატს; კვების პროდუქტები - მაქსიმალური ღირებულებით 15 ლატი; სპირტიანი სასმელები 1-დან 3 ლიტრამდე  - ქარხნული შეფუთვით; თამბაქოს ნაწარმი - 200 ც. სიგარეტი ან 200 გრ. თამბაქო.