კორეა

შესატანად აკრძალული საგნები:
ეროვნული საიდუმლობების გახმაურების ხელშემწყობი ან მტრისათვის ინფორმაციის გადამცემი საგნები, დოკუმენტები, წიგნები, ბეჭდვითი გამოცემები, “ფონო-ფოსტის”-ის გზავნილებები, გრავიურები და სხვა საზოგადოებისათვის ზიანის მომტანი საგნები; ცხოველური წარმოშობის პროდუქტი - ძროხის, ღორის, ცხვრის ხორცი, შებოლილი ხორცი, შაშხი, ლორი, სოსისი, ცხოველების საკვები, თივა და მათგან დამზადებული პროდუქტები; შინაური ფრინველის ხორცი და საკვებად ვარგისი შიგნეული და მათგან დამზადებული პროდუქტები; ახალგაზრდა ირმების  და სხვა ირმისებრთა რქები და მათგან დამზადებული პროდუქტები; ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები და  საგნები ასეთი მიკრობების შემცველობით; შხამები თხევადი სახით, ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკები; საშიში ქიმიური ნივთიერებები, ისეთი როგორიც ნიკოტინის კონცენტრატი ან განუზავებელი ნიკოტინის ხსნარი;  აღმზგნები ნივთიერებანი და სასმელები; მცენარეებისათვის და ცხოველებისათვის მავნე მცენარეთა თესლი, ღეროები და  ფესვები; საომარი ხმლები, შუბები და ცეცხლსასროლი იარაღი; ლითონის კაფსულები და პატრონები მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღისათვის, საარტილერიო ჭურვების არაფეთქებადი ნაწილები; ასანთი; თამბაქო, ჟენ-შენი და მარილი; თამბაქოს წარმოებისათვის საჭირო მანქანები, ინსტრუმენტები და ქაღალდები, მონეტები, საბანკო ბილეთები, ქაღალდის ფული და ამ საგნების საწარმოებელი დაზგები, ინსტრუმენტები ან მასალები; ყალბი მონეტები; საგნები, რომლების აყენებენ ზიანს პიროვნებათა უფლებებს მოწმობებზე, ნიმუშებზე, ნახატებზე, დამამზადებელი საწარმოს იარლიყებზე, ლიტერატურულ საკუთრებაზე; ყალბი მარკები, საზომები და საწონები; ოპიუმის მოსაწევი საგნები; ქსოვილები


ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომლებისთვის ნებადართულია ცხოველური 
წარმოშობის პროდუქტების კორეის რესპუბლიკის მისამართით გაგზავნა:

პროდუქტის სახეობა - ქვეყანა, რომელიც ახდენს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტს.

-

ძროხის ხორცი და მისი ნაწარმი: ავსტრალია, მექსიკა, ახალი ზელანდია;

-

ღორის ხორცი და მისი ნაწარმი: ..., ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩილე, დანია, ესპანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ირლანდია, იაპონია, მექსიკა, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, პოლონეთი, შვედეთი;

-

ცხვრის ან თხის ხორცი: ავსტრალია, ახალი ზელანდია;

-

ირმის ხორცი და მისი ნაწარმი: ავსტრალია, ახალი ზელანდია;

-

ფრინველის ახალი ხორცი: ..., ავსტრალია, ბრაზილია, დანიადიდი ბრიტანეთი;

-

ფრინველის თერმულად დამუშავებული ხორცის ნაწარმი..., ავსტრალია, ბრაზილია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, იაპონია, ტაილანდი;

-

სირაქლემას ხორციახალი ზელანდია;

-

კენგურუს ხორცი: ავსტრალია;

-

ძროხის თერმულად დამუშავებული ხორცი: არგენტინა, ურუგვაი;

-

მცოხნელი ცხოველების (ძროხის, ირმის, თხის, ცხვრის და სხვა) ხორცის ნაწარმი. მცოხნელი ცხოველების ხორცის ნაწარმის შეტანა იკრძალება   ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არ ყოფილა მსხვილი რქოსანი საქონლის ღრუბლოვანი ენცეფალოპატიით დაავადების შემთხვევები.

-

ქვეყნები, სადაც დაფიქსირდა მსხვილი რქოსანი საქონლის ღრუბლოვანი ენცეფალოპატიით დაავადების შემთხვევები: ...,  ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ესპანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჰოლანდია, პოლონეთი, შვეიცარია, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები არ არის.

კორეის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის მოთხოვნები, რომლებიც ეხება კერძო პირის მიერ კორეის რესპუბლიკაში საბაჟო გადასახადის გარეშე შეტანისათვის დაშვებული ზოგიერთი სახეობის პროდუქტის ზღვრულ ნორმებს: