ვიეტნამი

შესატანად აკრძალული საგნები:
ცოცხალი ცხოველები (ფუტკრის, წურბელების, აბრეშუმის ჭიის გარდა, იმ პარაზიტებისა და მავნე მწერების მომხმარებელთა გარდა, რომლებიც განკუთვნილია ამ მწერებზე კონტროლისათვის და იცვლებიან ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის); ძვირფასი ლითონები, საიუველირო ნაწარმი, ძვირფასი ქვები, მონეტები, აგრეთვე საბანკო ბილეთები, ქაღალდის ფული; საშიში საგნები და ნივთიერებები; სიმპათიკური მელანი, სტენოგრაფიული წერილები, ციფრული და ასოთა ნიშნები; უზნეო ხასიათის საგნები; ძველებური საგნები; ნებისმიერი საქონელი, რომელიც არ არის მითითებული ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში შესატანად დაშვებული საგნების ჩამონათვალში; ვიეტნამის თამბაქოსაგან დამზადებული თამბაქოს ნაწარმი; ნახმარი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საბნები, მოსკიტების საწინააღმდეგო ბადეები; კონსერვები დახურულ ქილებში; ფილმები; ცელულოიდი; იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები; ნარკოტიკები; ტოქსიკური ნივთიერებები; მიკრობები; ვირუსები; ძვლები; საშიში ფარმაცევტული პრეპარატები; პროპაგანდა; დაავადების გადამდები საგნები; კვერცხები; კიბორჩხალები; ბოსტნეული; მანიოკა; ხილი; თაფლი; ცვილი; ყავა; ჩალა; საბანკო ბილეთების დასამზადებელი აპარატები; რადიოაპარატები; საფოსტო მარკები; სიგარეტები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად, პირობითად დაშვებული საგნები:
მიკრობები, ფარმაცევტული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ოპიუმს - ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; ნერგები, თესლი, მუხლუხოები, სამეცნიერო გამოკვლევებისათვის განკუთვნილი მიკრობები, -  გამგზავნი ქვეყნის ფიტოპათოლოგიური მოწმობის შემთხვევაში; სანადირო თოფები - ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ადრესატზე ნებართვის შემთხვევაში; ბრინჯი - 1კგ, ლობიო - 1 კგ, თამბაქო - 0,5 კგ, სიგარები, ალკოჰოლური სასმელები, ფერადი ქაღალდი, ქაღალდი გეოგრაფიული რუქებისათვის, გამჭვირვალე ქაღალდი, მეტალიზირებული ქაღალდი, კალის, ალუმინის ფურცლები, კომერციული მიზნით გადასაგზავნი საგნები - ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; წიწაკა, მიხაკი, კარდამონი, ბამბა, ქაღალდის მასა, საბეჭდი მანქანები სათანადო აღჭურვილობით, სატელეგრაფო და ტელეფონის აპარატები სათანადო აღჭურვილობით, რადიომიმღებები, რადიოგადამცემები სათანადო აღჭურვილობით  - გადაიგზავნება მხოლოდ საჩუქრის ან ნიმუშის სახით, როგორც არა  კომერციული გზანილები; მცენარეები - მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის ნებართვით; ყავა - 0,2 კგ; ჩაი - 0,5 კგ; გამომშრალი მანიოკა, გამოყვანილი ხორცი, დამარებული ხორცი, გამოყვანილი თევზი და მელანთევზი - თითოეული 1 კგ; საფოსტო მარკები -  კომპეტენტური ორგანიზაციების მისამართით; ხელოვნების საგნები - კულტურის სამინისტროს ნებართვით.


ამანათებში გადასაგზავნად ნებადართული საგნების ჩამონათვალი:

1. პურეული, ბოსტნეული, ხორცის, კვერცხის, რძის და სხვა პროდუქტები.
პურის პროდუქტები: ხორბლის პური, წებოვანო მოხალული ბრინჯის ღვეზელი და გამომშრალი ბრინჯის გალეტები.
ბოსტნეული პროდუქტი: ხახვი, მშრალი ნიორი.
ხორცის პროდუქტი: კამეჩის ხორცი, გამხმარი ან დამარილებული, ძროხის ხორცი, გამხმარი ან დარბილებული; ახალი, გამოყვანილი ან დამარილებული ხორცის სხვა სახეობანი; შაშხი; სოსისი და ა.შ.
რძის პროდუქტები: რძე, შედედებული რძე, რძის ფხვნილი.
საკვებში გამოსაყენებელი ზეთები: ზეითუნის, შირბახტის, კაკლის.
სხვა პროდუქტები : მანიოკას სახამებელი (ტრაპიოკა); პარკოსანთა ფქვილი; საკვების საკმაზები;  დაფხვნილი სუნელები; დაფხვნილი კვების პროდუქტები; ვანილი; თევზის წებო; თევზის ფარფლი; თევზის ბუშტები; ზღვის ვარსკვლავები; ძმარი; კანფეტები; მურაბები; ნამცხვრები; შოკოლადი; საკვები კონსერვები; ჩაი; თამბაქო; კაკალი; ალკოჰოლური და სხვა სასმელები; შაქარი; ბადაგი, შაქრის სხვადასხვა სახეობები; კაკაო ქინაქინას ფხვნილი; მინერალური წყალი, ლიმონათი, ფორთოხლის წვენი; ნაყინი; გაყინული ქლიავი; ზღვის ცხოველებისაგან დამზადებული პროდუქტები; ზღვის ცხოველები (ცოცხალი თევზის, ცოცხალი მელანთევზას, კიბორჩხალების, მოლუსკების გარდა); გამოყვანილი თევზი, ზღვის ცხოველებისაგან დამზადებული პროდუქტები; მცენარეული პროდუქტები; ხორბალი; მცენარეები; წებო.
2. მედიკამენტები.
ჟენშენი; მცენარეული წარმოშობის ე.წ. "ჩინური" წამლები, მედიკამენტები.
3. დასათესი ხორბალი, ნერგები და სხვა სახეობათაAთესლი. მარცვლოვან მცენარეთა, ბოსტნეულის, ტექნიკური კულტურები.
4. კაუჩუკი და მისი ნაწარმი.
კაუჩუკის ხის რძე, კაუჩუკის ფოთლები; ფეხსაცმლის ლანჩები; ავტომობილის სალტეებისგან დამზადებული სანდლები; კაუჩუკის ფეხსაცმელი, სანდლები; ლანჩები ფეხსაცმელებისათვის; ვულკანიზირებული კაუჩუკის ლანჩები სანდლებისათვის; ველოსიპედის სალტეები და კამერები; ბურთის კამერები;' ჩოგბურთის ბურთები; ფინჯნები; ლარნაკები; ებონიტის ყუთები; რეზინისგან დამზადებული წყალსადენის მილები; ნეილონი; რეზინის ტანსაცმელი; წინა მუხლებში ჩამოუთვლელი კაუჩუკისა და ებონიტის ნაწარმი.
5. მცენარეებისაგან დამზადებული სხვა ნაწარმი.
კორპი; ქუდების დასამზადებელი მერქანი; ქოქოსის კაკლის ქერქისგან დამზადებული თოკები; ლუდის დასამზადებელი სვია; ჯუთი; ლერწამი; ჭილოფები; ტომრები; ლერწმის კალათები; ბაგირები; ლერწმის შლიაპები; ბრინჯის ქატო; მცენარული პროდუქტები; ხე; ინდური ლერწამი და მისი ნაირსახეობანი, ბამბუკი და მისი ნაირსახეობანი  და მათგან დამზადებული ხელნაკეთი სხვადასხვა სახის კალათები, ტროსები, ჯაგრისები,  კბილის ჯაგრისები,  და ა.შ.).
6. ცხოველური წარმოშობის საგნები.
ცხოველური წარმოშობის მედიკამენტები, ე.წ. "ჩინური" წამლები"; დათვის ნაღველი, პითონის ნაღველი, მარტორქას რქა, ირმის რქებისგან, ვეფხვის ძვლებისგან დამზადებული ჟელატინი; ირმის ახალი რქები, ბუმბული, ბეწვი, თმა, რქები, სპილოს ძვალი და მათგან დამზადებული ნაწარმი; ირმის რქები; ვეფხვის კბილები და ბრჭყალები; ნაჭუჭი, ქერცლი, სპილოს ძვალი; ვეშაპის კბილები; ჟელატინის დასამზადებელი ძვლები; ცხოველთა და მელანთევზას ძვლები; ნიჟარები;  ღორის ჯაგარი, ცხენის ძუა, ცხენის ფაფარი; ძვლების, რქების, სპილოს ძვლის, ქერცლის, ნიჟარებისაგან ხელით ნაკეთი ან ქარხნული წესით დამზადებული საგნები; ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტები; სადურგლო წებო (ხარის ან კამეჩის ტყავისაგან დამზადებული).
7. ტყავი, ბეწვი, ტყავის ნაწარმი.
ტყავი გამომშრალი და გათრიმლული, ლანჩებისა და ე.წ. `ქრომის~ ტყავის  ჩათვლით; ტყავის საგნები; ბეწვეული, ქუდები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩემოდნები, საქაღალდეები, ჩანთები, პორტფელები, ქამრები და სხვა.
8. მინერალური წარმოშობის საგნები.
თიხა; ქვიშა; ქვა; მინერალები; ნახშირის ნაირსახეობანი; ქვანახშირის ფისი ან კუპრი; ასფალტი; ცემენტი; კირი; გრაფიტი; სახურავის შიფერი; გრიფელის დაფები; მარმარილო; ზუმფარიანი ქაღალდი და ქსოვილი; მინის, ნავების საგოზავი; რძის ქოთნები, თერმოსები; მარმარილო; ფაიფური და მისი ნაწარმი; ქაშანურის ნაწარმი; ფოსფატები და ქიმიური სასუქი; ცარცი; ტალკი; მინერალური წარმოშობის ე.წ. "ჩინური"  მედიკამენტები; ქარსი და ქარსის საგნები; მინა და მინის ნაწარმი; ბროლი; ნათურები ბატარეებზე; ელექტრონული ნათურები; სარკეები.
9. ზეთი და მისი ნაწარმი.
მინერალური ზეთი და მისი ნაწარმი; გასაპოხი ზეთები, სალტეების ზეთები (ცხოველური და მცენარეული წამოშობის ზეთების გარდა); ვაზელინი; პარაფინი; ნაფტალინი; კანის ვაზელინი; მცენარული ზეთები და  მათი წარმოებულები; ქოქოსის ზეთი; პალმის ზეთი; ფორთოხლის, ლიმნის, ნარინჯის, ბანანის, მანდარინის ესენციები და მათი  ქიმიური გზით მიღებული ანალოგები; ზეთის ნარჩენები; ცხოველური ზეთები და მათი წარმოებულები; თევზის ქონი; ღორის ქონი; სანთლები; საპონი; ცვილი; კბილის ფხვნილი.
10. სააფთიაქო საქონელი, საღებავი ნივთიერებები, მატონიზირებელი ნივთიერებები, ქიმიური პროდუქტები. სააფთიაქო საქონელი; სამკურნალო წამლები; მატონიზირებელი  წამლები; სამკურნალო და მატონიზირებელი მედიკამენტები; მზა მედიკამენტები (ტრადიციული, ძველი მედიცინა); არომატული საცხები ("ვეფხვის" ტიპის) და სხვა მზა მედიკამენტები (ცხელსაფენები, აბები, ფხვნილები); საღებავი, გამაღიავებელი ნივთიერებები; ქიმიური მელანი; მეთილის ლილა; ქიმიური პროდუქტები; კრეზოლი; მოსკიტების გასანადგურებელი სითხე; საბეჭდი საღებავი; შაბი, გასამჟღავნებელი ნივთიერებანი, ფოტოფირზე და ფოტოქაღალდზე გამოსახულების დასამაგრებელი ქიმიური ნივთიერებანი; ტყავის წარმოებაში გამოსაყენებელი ქიმიური პროდუქტი; საღებავები ფხვნილის სახით; მცენარული წებო; წებო; ზეთოვანი საღებავები; ლაქი; ქიმიური საღებავები; ლითონის ფხვნილი; პოტაში; ტყვიის სურინჯი; გრაფიტი; კობალტის მჟავა; მჟავა ქრომის მჟავა; ელექტრული გალვანური ელემენტები; ტყავის ფეხსაცმლის გუტალინი; ხის ავეჯის ცვილი; ლითონის საგნების საწმენდი საშუალებები; მინის საწმენდი ზეთები.
11. ძაფები და ქსოვილები.
ბამბა, ბამბის ძაფები, ბამბის ქსოვილები და მათი ნაწარმი; ბრეზენტის ტილო; ნატურალური და ხელოვნური აბრეშუმის ძაფები, მათგან დამზადებული ქსოვილები და მათი ნაწარმი; შალის ძაფები; სხვადასხვა ფერის შალისა და დრაფის ქსოვილები და მათი ნაწარმი; სხვადასხვა სახეობის ძაფისგან ნაწარმი; ნეილონის ნაწარმი; ნაქარგებიანი ნაწარმი; შალისა და დრაფის საბნები; შალისა და დრაფის ბერეტები; ფეხსაცმელი, მათ შორის საფეიქრო ნაწარმისგან დამზადებული;  ქუდები, თავსახვევები; ბაფთები;  ქამრები; ფითილი; ფეხსაცმლის თასმები; მაქმანები; ნახმარი ტანსაცმელი; წინდის ნაწარმი; წინდები, ხელთათმანები; ჯუთი, კანაფი, ქერელი და  მათი ნაწარმი; სელი, ჯუთი, სელის ბოჭკო და მისი ნაწარმი; ჯუთის ტომრები; თევზსაჭერი ბადეები.
12. ქაღალდი.
საწერი ქაღალდი; რვეულების ყდები; ძველი გაზეთები გასახვევად; გასაფილტრი ქაღალდი; პაპიროსის ქაღალდი (შეკვრაში ან რულონებში);  ქაღალდის ნედლეული და მისი ნაწარმი; მუყაო, ქაღალდისგან დამზადებული ტყავის იმიტაცია; საქაღალდეები; ჩანთები, ქაღალდის სხვა ნაწარმი.
13. ლითონები, შენადნობები და ლითონის ნაწარმი.
ლითონები და შენადნობები; რკინა, სპილენძი, ტყვია, კალა, ცინკი, ალუმინი, ფურცლოვანი რკინა, ნიკელი, კალა, ფოლადი, ლითიუმი, ვოლფრამი, მარგანეცი, ანტიმონიდები, ქრომი (ფურცლების, ძელაკების, მავთულის სახით); მერკური, ლითონის ნაწარმი; ელექტრო- უთოები, ჩაიდნები, ქურები; თმის დასახვევი მაშები; სამართებლები;  ბურთულიანი საკისრები; მიწათმოქმედების ხელსაწყოები; კალის, ალუმინის, ტყვიის საცობები; ლითონის ჭიკარტები; თმის სამაგრები; სარჭები;  რკინის მავთული; თევზსაჭერი კაუჭები; სანთებელები; ელექტროტექნიკაში გამოსაყენებელი ლითონის საგნები; ელექტრონული სადენები; სპილენძის ქვაბები, ტაშტები, ტაფები, დანები, ჩაიდნები და სპილენძის სხვა ნაწარმი; თუჯის ქვაბები, ტაფები; სინები; ტაშტები; ლარნაკები; ჭიქები; თეფშები; ლითონის ალუმინის ან ემალირებული ყუთები; ლითონის კოვზები, ჩანგლები; სამზარეულოს ალუმინის ნივთები; ცარიელი ბიდონები, ჭურჭელი, ყუთები; საკერავი ნემსები;  საკერავი მანქანის ნევსები; ფონოგრამების ნემსები, ინგლისური ქინძისთავები; საქსოვი ჩხირები; ლურსმნები, ჭანჭიკები; რკინის კაუჭები; მაშები; სადგისები; ქლიბები; ხერხები; ჩაქუჩები; ფოლადის სატეხები; ციბრუტების სპირალები; შალაშინის პირები; სახრახნისები; გირაგები; ცულები, საგრდემლეები; თმების საკრეჭი მანქანები; სამართებლები, სამართებლების პირები; მაკრატლები; დანები; ლითონის  ჯაჭვები ქამრების ბალთები; საკეტები;  გასაღებები;  სახსრები; ჩანთების საკეტები; სანდლების, საფულეების საკეტები; კარების სახელურები; ონკანები; წყალსადენი მილები; ლითონის ფილები; რადიატორები.
14. ელექტრონული მანქანები და ხელსაწყოები.
სამედიცინო მანქანები, ხელსაწყოები, სამეცნიერო ხელსაწყოები და მათი აღჭურვილობა; ფოტოაპარატები და მათი აღჭურვილობა; ელექტრონული მანქანების აღჭურვილობა (დენის გენერატორები, მიმღებები, გადამცემები; კინომატოგრაფიაში გამოსაყენებელი აპარატები და ა. შ.).
15.

ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და სამედიცინო აღჭურვილობა.
სამეცნიერო და სამედიცინო ხელსაწყოები - ლითონის, მინის, ებონიტის, კაუჩუკის; სამედიცინო დოლბანდი და ბინტები; კბილის ცემენტი; შავი საპონი; მრიცხველები; საზომი მოწყობილობები; ტილოს, ხის, ლითონის საზომები; სასწორები და მათი აღჭურვილობა (ცალსასწორები, სასწორები ორი თეფშით, ზუსტი სასწორი); საანგარიშო მანქანები; საანგარიშო მაგიდები; საანგარიშოები და მათი აღჭურვილობა; თერმომეტრები, ბარომეტრები, სპირტომეტრები; გახსნილი მარილების საზომი ხელსაწყოები, სხვა ახალი საზომი ხელსაწყოები; ოპტიკური მინები; სათვალეები; ოპტიკური მინები შორსმხედველთა და ახლომხედველთათვის; დამაბრმავებელი შუქისაგან (ავტოგენური შედუღება, თხევადი თუჯი) დამცავი დაბინდული მინები; სხვა სათვალეები; ამობურცული და ჩაღუნული მინები; ლუპები; მიკროსკოპის მინები; ბინოკლები; ტელესკოპების მინები; სხვა ოპტიკური ხელსაწყოების მინები; მუსიკალური ინსტრუმენტები; გიტარები; ბანჯო, მანდოლინები, დოლები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები; წყლის, ელექტრონული, კილომეტრაჟის, გაზის მრიცხველები;  მუსიკალური ინსტრუმენტების ფუტლიარები და აღჭურვილობა.

16. გადასაადგილებელი მექანიზმები.
ველოსიპედების, მოტოციკლების (ჩარჩოების გარდა), ავტომობილების, მოტოველოსიპედების, მოტორიზებული ნავები;  გემის, ხომალდების, თვითმფრინავების, ნიპელების (ველოსიპედებისათვის ჩათვლით) აღჭურვილობა.
17. სხვადასხვა სამრეწველო პროდუქცია.
პირგადასაღები ქაღალდი; საბეჭდი მანქანის ლენტა; შავი და  ფერადი ფანქრები; მელანი ფხვნილის და აბების სახით, თხევადი მელანი (იისფერი საღებავისაგან განსხვავებით);  თვითმწერი კალმისტრების მელანი; ჩვულებრივი და  თვითმწერი კალმისტრების კალმები; ბურთულიანი თვითმწერი და ლითონის კალმისტრები; ლითონის საფარგლეები; სახატავი საღებავები  (თხევადი,  აბებში, ფხვნილი); კანცელარიის სხვა აღჭურვილობა - ხის, ცელულოიდის, ებონიტის, მინის ან ლითონის; სპორტის და ტანვარჯიშის აღჭურვილობა; პარფიუმერიის და საგალანტერეო საქონელი; ხელოვნური ძვირფასეულობა; ჯაგარის, თმის ჯაგრისები; ყველა სახის შლიაპები, რომლებიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილ მუხლებში; ქვიშისა და მზის ქოლგები; ლუქი; მოსკიტების საწინააღმდეგო საშუალებები; საკმეველი და სანდალოზის ხე; ღილები; სათვალეების ჩარჩოები (ებონიტის, ლითონის), მათი ბუდეები; ყალიონი და პორტსიგარები; სავარცხლები.



შენიშვნა:
ვიეტნამის საფოსტო ადმინისტრაცია კრძალავს:

1. შეკვეთილ გზავნილების წარმომდგენზე მიღებას მონეტების, საბანკო ბილეთების, საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების შიგთავსით, აგრეთვე სამგზავრო ჩეკების, პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობების ან ამ ლითონების დაუმუშავებელი სახით, ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაკეთობების და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით;
2. უბრალო წერილების მიღებას ისეთი საგნების შიგთავსით, რომლებიც იბეგრება საბაჟო ანაკრეფით.