ესტონეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებში: მონეტები, საბანკო ბილეთები, უცხოური ვალუტა ან ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდები წარმომდგენზე, სამგზავრო ჩეკები, პლატინა, ოქრო ან ვერცხლი, ძვირფასი ქვები, მორთულობები და სხვა ძვირფასი საგნები; კომერციული მარკები და ეტიკეტები; ნარკოტიკები ან ფსიქოტროპიული ნივთიერებები; ასაფეთქებელი, აალებადი ან სხვა საშიში ნივთიერებები; რადიოაქტიური ნივთიერებები.

ამანათებში: ნებისმიერი იარაღი, მისი ნაწილები, ტყვია-წამალი, ფეთქებადი და სხვა ანალოგიური ნივთიერებები, აგრეთვე ქიმიური ნივთიერებები და აღჭურვილობები მათ გამოსაყენებლად; გაზის პისტოლეტები, ცრემლსადენი და  პარალიზური ზემოქმედების გაზის ბალონები;  სპეციალური საგნები, რომლებიც გამოიყენება: პოლიციისა და სპეციალური სამსახურების მიერ;  ნარკოტიკები და ფსიქოტროპიული ნივთიერებები, აგრეთვე  მოწყობილობები მათ გამოსაყენებლად;  ძლიერი მოქმედების შხამები და მედიკამენტოზური ნივთიერებები; სისხლის პროდუქტები; კომერციული მარკები ან ეტიკეტები, გასაუქმებელი  საფოსტო მარკები და არაკეთილშობილი ლითონის მონეტები; ნახმარი საგნები; საბანკო ბილეთები, ფასიანი საგადასახადო და საბაჟო ქაღალდები, კეთილშობილი ლითონები, ძვირფასი ქვები და მათგან დამზადებული სამკაულები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად, პირობითად დაშვებული საგნები:
კვების პროდუქტები, ხორცის კონსერვების გარდა - ვეტერინარული სამსახურების სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში; თესლი და სხვა სახის მცენარეები - მიწოდების ქვეყნის მემცენარეობის საკარანტინო სამსახურის მიერ გაცემული სერტიფიკატის შემთხვევაში.


შენიშვნა: ესტონეთის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ წერილებს საგნებით, რომლებიც ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.