ეთიოპია

შესატანად აკრძალული საგნები:
უზნეო და ამორალური, აგრეთვე საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო ხასიათის საგნები; საბანკო ბილეთები; ცოცხალი ცხოველები; იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები, სამხედრო აღჭურვილობა; მონეტები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკები და რადიოაქტიური ნივთიერებები - მხოლოდ დაწესებულებებს შორის გასაცვლელად, რაზედაც აქვთ ნებართვა მათ გაგზავნასა და მიღებაზე; ცხოველური წარმოშობის საგნები, წვენები და მზა პროდუქტები, ნახმარი ტანსაცმელი, მედიკამენტები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; კასეტები ხმოვანი ჩანაწერებით და ვიდეოფირები, წიგნები და ჟურნალები - ინფორმაციისა და ეროვნული განათლების სამინისტროს ნებართვით; თესლი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; თამბაქო, ასანთი, სანთებელები - თამბაქოს მონოპოლიის ნებართვით.


შენიშვნა:

1. ნახმარი ტანსაცმელი ბარდება ადრესატებს მხოლოდ დეზინფექციის შესახებ სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში;
2. ეთიოპიის საფოსტო ადმინისტრაცია არ დაუშვებს უბრალო და შეკვეთილ წერილებს ისეთი საგნების შიგთავსით, რომლებიც ექვემდებარება დაბგვრას.